Sunday, September 25, 2011

თემა  მარტივი და შედგენილი რიცხვები   
მიზნებიმოახდინოს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია მარტივ და შედგენილ რიცხვებად; გამოიყენოს თვისებები ამოცანების ამოხსნის დროს;
იპოვოს უსჯ და უსგ არითმეტიკის ძირითადი თეორემის გამოყენებით;
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   პოზიციური სისტემის გამოყენებით, კონკრეტულ მაგალითებზე ახდენს გაყოფადობის ნიშნებიდან ზოგიერთის დემონსტრირებას (3-ზე, 9-ზე), გაყოფადობის ნიშნებს); პოულობს მოცემული ნატურალური რიცხვების უმცირეს საერთო ჯერადსა და უდიდეს საერთო გამყოფს; 
მათ. VII.5. სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად; 
სხვადასხვა ხერხით (გრაფიკულად, ცხრილის სახით, სიტყვიერად, ალგებრულად) გამოსახულ დამოკიდებულებებს შორის მიუთითებს ერთსა და იმავე დამოკიდებულებებს.
აქტივობები1. გონებრივი იერიში - მოსწავლეებს რიგრიგობით ვასახელებინებთ 10 ნატურალურ რიცხვს და ვაწერინებთ დაფაზე. სავარაუდოდ მათ შორის იქნება როგორც შედგენილი ასევე მარტივი რიცხვები. შევეცადოთ რომ ამ რიცხვებს შორის დასახელებული იყოს 1.
კითხვა: როგორია მარტივი რიცხვები? სწორი პასუხის გათვალისწინებით ლურჯი ცარცით შემოვხაზავთ ასეთ რიცხვებს.
მოსწავლეებს ვთხოვთ იმსჯელონ დანარჩენი რიცხვების   თვისებებზე. სავარაუდოდ უმრავლესობამ უნდა გამოყოს ერთიანი, როგორც განსაკუთრებული რიცხვი, რადგან არც მარტივია და არც შედგენილი. ხოლო დანარჩენი რიცხვები დაახასიათონ როგორც შედგენილი და გარდა ამისა დაასახელონ გამყოფთა რაოდენობა.
რიცხვების კლასიფიკაციის დროს შესაძლოა მოსწავლეებმა დაასახელონ სხვა თვისებებიც, რომლითაც შეიძლება მოხდეს მათი კლასიფიკაცია. მაგ: 3-ის ჯერადი, 5-ის ჯერადი, კენტი, ლუწი, ორნიშნა, ერთნიშნა და ა.შ. მასწავლებელი ისმენს ყველა აზრს. აფიქსირებს დაფაზე, თუმცა დასკვნის სახით მოსწავლეებს კლასიფიკაციას აკეთებინებს მარივი და შედგენილი რიცხვების მიხედვით.
2. აქტიური მოსმენა - ვსაუბრობთ ნატურალური რიცხვის გამყოფთა რაოდენობაზე. ვასაბუთებთ ევკლიდეს თეორემას.
3. მაგალითების ამოხსნა მთელ კლასთან.
ვხსნით სავარჯიშოებს სადაც საჭიროა გამყოფთა რაოდენობის დათვლა.ამოხსნის დროს ვიყენებთ, როგორც კონკრეტულ ასევე ზოგად ასოით ჩანაწერებს.
4. ინდივიდუალური დავალება (5 წ). დავალებისთვის შერჩეულია სამი მსგავსი სავარჯიშო. ყველა მოსწავლეს დავალება ეძლევა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. კეთდება სამივე დავალების პრეზენტაცია (2-2 წ)
5. გაკვეთილის შეჯამება, შეფასება
7. დავალება
შეფასებაშეფასდება: ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით; კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციისა და თვისებების გამოყენების უნარით.
მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.
თემა  ნატურალური რიცხვების გაყოფა. გაყოფადობის ნიშნები   
მიზნებიისწავლოს პოზიციური სისტემის გამოყენებით ნატურალური რიცხვის გაყოფა; დედუქციური მსჯელობის საფუძველზე განიხილოს გაყოფის მაგალითები; გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს გაყოფადობის ნიშნები;
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   პოზიციური სისტემის გამოყენებით, კონკრეტულ მაგალითებზე ახდენს გაყოფადობის ნიშნებიდან ზოგიერთის დემონსტრირებას (3-ზე, 9-ზე)
მათ.VII.2  ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებებეის დემონსტრირებას მოდელზე; ახდენს ნატურალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების დემონსტრირებას.
აქტივობები1. განვიხილავთ ყოფით სიტუაციას მაღზიაში (საჭიროა ხურდის დაბრუნება). მოსწავლეები მსჯელობენ როგორ გამოიყენონ გაყოფადობის თვისება ასეთ შემთხვევაში.
2. ვიხსენებთ გაყოფადობის თვისებებს; ვწერთ გაყოფადობის ალგორითმს და განვიხილავთ დედუქციური მსჯელობით კონკრეტულ მაგალითებს.
3. მაგალითების ამოხსნა მთელ კლასთან.
მაგალითებში განვიხილავთ 4-ის ჯერადობას და შესაბამის ზოგად ჩანაწერს a=4q. 4-ზე გაყოფისას შესაძლო ნაშთს (1, 2, 3).   შესაბამის ჩანაწერს a=4q+1; a=4q+2; a=4q+3.
4. თნამშრომლობით სწავლება. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება წყვილებში. შესრულებულ დავალებას ამოწმებენ თვითონ წტიულად გადაწოდებით (ყველა წყვილი შესრულებულ დავალებას შესამოწმებლად აძლევს მათ უკან მჯდომ წყვილს, რომლებიც აფასებენ ნამუშევარს კომენტარებით).
5. შეჯამება, შეფასება
7. დავალება
შეფასებაშეფასდება წყვილებში სამუშოს მიხედვით. კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით გაყოფის ალგორითმის ფლობა და დედუქციური აზროვნების უნარი.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.

Monday, September 19, 2011

თემა   პოზიციური და არაპოზიციური სისტემა   
მიზნები
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
აქტივობები
შეფასება
რესურსები
კომენტარი