თემა | მარტივი და შედგენილი რიცხვები |
---|---|
მიზნები | მოახდინოს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია მარტივ და შედგენილ რიცხვებად; გამოიყენოს თვისებები ამოცანების ამოხსნის დროს; იპოვოს უსჯ და უსგ არითმეტიკის ძირითადი თეორემის გამოყენებით; |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VII.1 პოზიციური სისტემის გამოყენებით, კონკრეტულ მაგალითებზე ახდენს გაყოფადობის ნიშნებიდან ზოგიერთის დემონსტრირებას (3-ზე, 9-ზე), გაყოფადობის
ნიშნებს); პოულობს მოცემული ნატურალური რიცხვების
უმცირეს საერთო ჯერადსა და უდიდეს საერთო გამყოფს;
მათ. VII.5. სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა
და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად
ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად; სხვადასხვა ხერხით (გრაფიკულად, ცხრილის სახით, სიტყვიერად, ალგებრულად) გამოსახულ დამოკიდებულებებს შორის მიუთითებს ერთსა და იმავე დამოკიდებულებებს. |
აქტივობები | 1. გონებრივი იერიში - მოსწავლეებს რიგრიგობით ვასახელებინებთ 10 ნატურალურ რიცხვს და ვაწერინებთ დაფაზე. სავარაუდოდ მათ შორის იქნება როგორც შედგენილი ასევე მარტივი რიცხვები. შევეცადოთ რომ ამ რიცხვებს შორის დასახელებული იყოს 1. კითხვა: როგორია მარტივი რიცხვები? სწორი პასუხის გათვალისწინებით ლურჯი ცარცით შემოვხაზავთ ასეთ რიცხვებს. მოსწავლეებს ვთხოვთ იმსჯელონ დანარჩენი რიცხვების თვისებებზე. სავარაუდოდ უმრავლესობამ უნდა გამოყოს ერთიანი, როგორც განსაკუთრებული რიცხვი, რადგან არც მარტივია და არც შედგენილი. ხოლო დანარჩენი რიცხვები დაახასიათონ როგორც შედგენილი და გარდა ამისა დაასახელონ გამყოფთა რაოდენობა. რიცხვების კლასიფიკაციის დროს შესაძლოა მოსწავლეებმა დაასახელონ სხვა თვისებებიც, რომლითაც შეიძლება მოხდეს მათი კლასიფიკაცია. მაგ: 3-ის ჯერადი, 5-ის ჯერადი, კენტი, ლუწი, ორნიშნა, ერთნიშნა და ა.შ. მასწავლებელი ისმენს ყველა აზრს. აფიქსირებს დაფაზე, თუმცა დასკვნის სახით მოსწავლეებს კლასიფიკაციას აკეთებინებს მარივი და შედგენილი რიცხვების მიხედვით. 2. აქტიური მოსმენა - ვსაუბრობთ ნატურალური რიცხვის გამყოფთა რაოდენობაზე. ვასაბუთებთ ევკლიდეს თეორემას. 3. მაგალითების ამოხსნა მთელ კლასთან. ვხსნით სავარჯიშოებს სადაც საჭიროა გამყოფთა რაოდენობის დათვლა.ამოხსნის დროს ვიყენებთ, როგორც კონკრეტულ ასევე ზოგად ასოით ჩანაწერებს. 4. ინდივიდუალური დავალება (5 წ). დავალებისთვის შერჩეულია სამი მსგავსი სავარჯიშო. ყველა მოსწავლეს დავალება ეძლევა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. კეთდება სამივე დავალების პრეზენტაცია (2-2 წ) 5. გაკვეთილის შეჯამება, შეფასება 7. დავალება |
შეფასება | შეფასდება: ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით; კლასთან
ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციისა და თვისებების გამოყენების უნარით. მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები. |
Sunday, September 25, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment