თემა | მთელი რიცხვები |
---|---|
მიზნები | მოსწავლეm გაიფართოვოს ნატ.რიცხვების ცნების შესახებ ცოდნა; გაეცნობა მთელ რიცხვთა სიმრავლეს და განუვითარდება ურთიერთმოპირდაპირე რიცხვების გააზრების უნარ-ჩვევა. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VII.1 გამოსახავს და ადარებს უარყოფით რიცხვებს პოზიციური
სისტემის გამოყენებით; ახდენს მოპირდაპირე რიცხვის და რიცხვის აბსოლუტური
მნიშვნელობის ცნებების მოდელზე დემონსტრირებას (მათ შორის რიცხვით ღერძზე);
მათ. VII.6. სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის
განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას ამ სიმრავლისადმი;
|
აქტივობები | 1. თერმომეტრი - მოსწავლეებს ვაჩვენებთ თერმომეტრს და განვიხილავთ ტემპერატურის ცვალებადობას სეზონების მიხედვით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ტემპერატურას ზამთრის სეზონზე. მოსწავლეთა უმრავლესობა ძალიან ადვილად მიხვდება, რომ ნული როგორც ათვლის სათავე წარმოადგენს საზღვარს მთელი დადებითი და მთელი უარყოფითი რიცხვებისთვის. 2. მთელ რიცხვთა სიმრავლის განხილვა რიცხვითი წრფის მაგალითზე -მოსწავლეს დაფაზე ვახაზინებთ რიცხვით წრფეს (მივუთითებთ რომ მას შეიძლება საკოორდინატო წრფეც ვუწოდოთ), ათვლის წერტილით, ერთეული მონაკვეთით და დადებითი მიმართულებით. შემოგვაქვს მოპირდაპირე რიცხვის ცნება. რიცხვით წრფეზე ოთხ მოსწავლეს რიგრიგობით მოვანიშვნინებთ წერტილებს (4; -9; 10; -13) და მათ მოპირდაპირე წერტილებს. აქვე ავღნიშნავთ, რომ რაც უფრო მარჯვნივ მდებარეობს წერტილი მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობა. 3. მსჯელობა ნატურალური და მთელი რიცხვების შესახებ- მოსწავლეები მსჯელობენ მსგავსებასა და განსხვავებაზე. რა თქმა უნდა ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველა ნატურალური რიცხვი მთელი რიცხვია. 4. მაგალითების განხილვა მთელ კლასთან ერთად (6 წ). 1-9 ტესტები. ადგილიდან პასუხობენ ტესტებს რიგ-რიგობით და ასაბუთებენ პასუხს. დაფასთან განვიხილავთ #13, 14, 20 5. დავალება წყვილებში #18 (ურთიერთშეფასებით) 4 წ დავალებისთვის 1 წ შეფასებისთვის. მოსაწვლეების მუშობის დროს მასწავლებელი აკვირდება პროცესს და სამუშოს დასრულების შემდეგ სამ მოსწავლეს, რომელსაც აქვს საინტერესო შეფასება აკეთებინებს გაკვეთილის შეჯამებას. 6. შეფასება 7. დავალება |
შეფასება | შეფასდება: წყვილებში შესრულებული სამუშოს მიხედვით; მათ მიერ გაკეთებული შეფასების მიხედვით; კლასთან
ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციისა და თვისებების გამოყენების უნარით. მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები. |
Saturday, October 1, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment