თემა | მთელი რიცხვის მოდული |
---|---|
მიზნები | განამტკიცოს მთელი რიცხვების თვისებების შესახებ ცოდნა; მოახდინოს მთელი რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VII.1 გამოსახავს და ადარებს უარყოფით რიცხვებს პოზიციური
სისტემის გამოყენებით; ახდენს მოპირდაპირე რიცხვის და რიცხვის აბსოლუტური
მნიშვნელობის ცნებების მოდელზე დემონსტრირებას (მათ შორის რიცხვით ღერძზე);
|
აქტივობები | 1. ყოფითი მაგალითი - საუბარს ვიწყებთ ისტორიულად წელთ აღრიცხვის სისტემაზე. მოსწავლეებს ვთხოვთ წრფეზე გამოსახონ წლების მიმდევრობა ჩვ. წელთაღრიცხვამდე და ჩვ. წელთაღრიცხვის შემდეგ. ვსაუბრობთ მსგავსებაზე და ვხაზავთ საკოორდინატო წრფეს. 2. ახალი ცნების მიწოდება - მოსწავლეებს ვთავაზობთ საკოორდინატო წრფის ატვლის სათავიდან გადაადგილდნენ 5 ერთეულით. არმოჩნდება, რომ უმრავლესობა გადაადგილდება მარჯვნივ ხოლო რამდენიმე მოსწავლე დასვავს შეკითხვას რა მიმართულება იგულისხმა მასწავლებელმა ამ დავალების მიცემისას? სწორედ ეს შეკითხვა მისცემს მასწავლებელს საშუალებას მოსწავლეების მსჯელობის საფუძველზე შემოიტანოს რიცხვის მოდულის ანუ რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობის ცნება. 3. მთელი რიცხვების შედარება - ვიწყებთ დადებითი რიცხვების შედარებით და ავღნიშნავთ, რომ რიცხვით წრფეზე რაც უფრო მარჯვნივ მდებარეობს რიცხვი მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობა. ეტაპობრივად გადავდივართ: ჯერ ნულთან შედარებაზე, მერე დადებითი და უარყოფითი რიცხვების შედარებაზე და ბოლოს უარყოფითი რიცხვების შედარებაზე. 4. მაგალითების განხილვადაფასთან განვიხილავთ #22, 23, 28 სავარჯიშოებს 5. ინდივიდუალური დავალება - #17, 26. (5 წთ) 6. შეჯამება - ორ მოსწავლეს, რომლებმაც მასწავლებლის დაკვირვებით შეცდომით შეასრულეს დავალება ვთხოვთ გააკეთონ რიგ-რიგობით დავალების პრეზენტაცია. კლასის ჩართულობით, განზოგადებული მსჯელობით ვასწორებთ დავალებას რაც ფაქტიურად შეაჯამებს გაკვეთილს. 7. დავალება |
შეფასება | შეფასდება: ინდივიდუალურად მიცემული სამუშოს მიხედვით; მოსწავლის არგუმენტირებული მსჯელობით დაშვებული სეცდომის შესახებ; კლასთან
ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით, მთელი რიცხვების თვისებების ცოდნისა და მისი გეომეტრიული ინტერპრეტაციის უნარით. მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები. |
Sunday, October 9, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment