თემა | მთელი რიცხვების შეკრება |
---|---|
მიზნები | ისწავლოს და შეასრულოს მთელი რიცხვების შეკრება; მთელი რიცხვების შეკრების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VII.2. ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას მოდელზე; იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების
თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად; ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე
არითმეტიკული მოქმედებების შესრულების
ხერხს (ზეპირი,
ტექნოლოგიების გამოყენებით, წერითი ალგორითმები);
|
აქტივობები | 1. ისტორიის მოყოლა -როგორ წარმოედგინათ ინდოელებს VII საუკუნეში მთელი რიცხვების შეკრება. 2. მაგალითების განხილვა რიცხვით წრფეზე - მოსწავლეებს (კონკრეტულ მაგალითებზე, დაფასთან) მთელი რიცხვების შეკრებას ვასრულებინებთ რიცხვით წრფეზე გადაადგილების მიხედვით. დადებითი რიცხვი, როგორც გადაადგილება მარჯვჯვნივ; უარყოფითი რიცხვი - მარცხნივ. კლასთან ერთად ვაზოგადებთ შედეგებს. 3. დადებითი და უარყოფითი რიცხვების დაჯგუფება - დაფასთან მოსწავლეს ვაკეთებინებთ დავალება #18. კლასთან ერთად ვმსჯელობთ ამოხსნის როგორი ალგორითმია უფრო მარტივი და სწრაფი. 4. ინდივიდუალური დავალება - მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ #15, 16, 18 - დან მაგალითებს 6. შეჯამება - 7. დავალება |
შეფასება | შეფასდება: ინდივიდუალურად მიცემული სამუშოს მიხედვით; მოსწავლის არგუმენტირებული მსჯელობა ამოხსნის ალგორითმის შესახებ; კლასთან
ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით, მთელი რიცხვების თვისებების ცოდნისა და მისი გეომეტრიული ინტერპრეტაციის უნარით. მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები. |
Sunday, October 9, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment