Sunday, October 9, 2011

თემა  მთელი რიცხვების შეკრება
მიზნებიისწავლოს და შეასრულოს მთელი რიცხვების შეკრება;
მთელი  რიცხვების შეკრების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.2. ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას მოდელზე;  იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად;     ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების  შესრულების ხერხს (ზეპირი, ტექნოლოგიების გამოყენებით, წერითი ალგორითმები);
აქტივობები 1. ისტორიის მოყოლა -როგორ წარმოედგინათ ინდოელებს VII საუკუნეში მთელი რიცხვების შეკრება.
 2. მაგალითების განხილვა რიცხვით წრფეზე - მოსწავლეებს (კონკრეტულ მაგალითებზე, დაფასთან) მთელი რიცხვების შეკრებას ვასრულებინებთ რიცხვით წრფეზე გადაადგილების მიხედვით. დადებითი რიცხვი, როგორც გადაადგილება მარჯვჯვნივ; უარყოფითი რიცხვი - მარცხნივ. კლასთან ერთად ვაზოგადებთ შედეგებს.
 3. დადებითი და უარყოფითი რიცხვების დაჯგუფება - დაფასთან მოსწავლეს ვაკეთებინებთ დავალება #18.  კლასთან ერთად ვმსჯელობთ ამოხსნის როგორი ალგორითმია უფრო მარტივი და სწრაფი.
4. ინდივიდუალური დავალება - მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ #15, 16, 18 - დან მაგალითებს
6. შეჯამება -
7. დავალება
შეფასებაშეფასდება: ინდივიდუალურად მიცემული სამუშოს მიხედვით;  მოსწავლის არგუმენტირებული მსჯელობა ამოხსნის ალგორითმის შესახებ; კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით, მთელი რიცხვების თვისებების ცოდნისა და მისი გეომეტრიული ინტერპრეტაციის უნარით.
მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.
თემა  მთელი რიცხვის მოდული   
მიზნებიგანამტკიცოს მთელი რიცხვების თვისებების შესახებ ცოდნა; მოახდინოს მთელი რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   გამოსახავს და ადარებს უარყოფით რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით; ახდენს მოპირდაპირე რიცხვის და რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობის ცნებების მოდელზე დემონსტრირებას (მათ შორის რიცხვით ღერძზე);
აქტივობები 1.  ყოფითი მაგალითი - საუბარს ვიწყებთ ისტორიულად წელთ აღრიცხვის სისტემაზე. მოსწავლეებს ვთხოვთ წრფეზე გამოსახონ წლების მიმდევრობა ჩვ. წელთაღრიცხვამდე და ჩვ. წელთაღრიცხვის შემდეგ. ვსაუბრობთ მსგავსებაზე და ვხაზავთ საკოორდინატო წრფეს.
 2. ახალი ცნების მიწოდება - მოსწავლეებს ვთავაზობთ საკოორდინატო წრფის ატვლის სათავიდან გადაადგილდნენ 5 ერთეულით. არმოჩნდება, რომ უმრავლესობა გადაადგილდება მარჯვნივ ხოლო რამდენიმე მოსწავლე დასვავს შეკითხვას რა მიმართულება იგულისხმა მასწავლებელმა ამ დავალების მიცემისას?
 სწორედ ეს შეკითხვა მისცემს მასწავლებელს საშუალებას მოსწავლეების მსჯელობის საფუძველზე შემოიტანოს რიცხვის მოდულის ანუ რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობის ცნება.

3. მთელი რიცხვების შედარება - ვიწყებთ დადებითი რიცხვების შედარებით და ავღნიშნავთ, რომ რიცხვით წრფეზე რაც უფრო მარჯვნივ მდებარეობს რიცხვი მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობა. ეტაპობრივად გადავდივართ: ჯერ ნულთან შედარებაზე, მერე დადებითი და უარყოფითი რიცხვების შედარებაზე და ბოლოს უარყოფითი რიცხვების შედარებაზე.
4. მაგალითების განხილვადაფასთან განვიხილავთ #22, 23, 28 სავარჯიშოებს
5. ინდივიდუალური დავალება - #17, 26. (5 წთ)
6. შეჯამება - ორ მოსწავლეს, რომლებმაც მასწავლებლის დაკვირვებით შეცდომით შეასრულეს დავალება ვთხოვთ გააკეთონ რიგ-რიგობით დავალების პრეზენტაცია. კლასის ჩართულობით, განზოგადებული მსჯელობით  ვასწორებთ დავალებას რაც ფაქტიურად შეაჯამებს გაკვეთილს.
7. დავალება
შეფასებაშეფასდება: ინდივიდუალურად მიცემული სამუშოს მიხედვით;  მოსწავლის არგუმენტირებული მსჯელობით დაშვებული სეცდომის შესახებ; კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით, მთელი რიცხვების თვისებების ცოდნისა და მისი გეომეტრიული ინტერპრეტაციის უნარით.
მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.

Saturday, October 1, 2011

თემა  მთელი რიცხვები   
მიზნებიმოსწავლეm გაიფართოვოს ნატ.რიცხვების ცნების შესახებ ცოდნა; გაეცნობა მთელ რიცხვთა სიმრავლეს და განუვითარდება ურთიერთმოპირდაპირე რიცხვების გააზრების უნარ-ჩვევა.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   გამოსახავს და ადარებს უარყოფით რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით; ახდენს მოპირდაპირე რიცხვის და რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობის ცნებების მოდელზე დემონსტრირებას (მათ შორის რიცხვით ღერძზე);
მათ. VII.6. სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას ამ სიმრავლისადმი; 
აქტივობები 1.  თერმომეტრი - მოსწავლეებს ვაჩვენებთ თერმომეტრს და განვიხილავთ ტემპერატურის ცვალებადობას სეზონების მიხედვით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ტემპერატურას ზამთრის სეზონზე. მოსწავლეთა უმრავლესობა ძალიან ადვილად მიხვდება, რომ ნული როგორც ათვლის სათავე  წარმოადგენს საზღვარს მთელი დადებითი და მთელი უარყოფითი რიცხვებისთვის.
 2. მთელ რიცხვთა სიმრავლის განხილვა რიცხვითი წრფის მაგალითზე -მოსწავლეს დაფაზე ვახაზინებთ რიცხვით წრფეს (მივუთითებთ რომ მას შეიძლება საკოორდინატო წრფეც ვუწოდოთ),   ათვლის წერტილით, ერთეული მონაკვეთით და დადებითი მიმართულებით. შემოგვაქვს მოპირდაპირე რიცხვის ცნება. რიცხვით წრფეზე ოთხ მოსწავლეს რიგრიგობით მოვანიშვნინებთ წერტილებს (4; -9; 10; -13) და მათ მოპირდაპირე წერტილებს. აქვე ავღნიშნავთ, რომ რაც უფრო მარჯვნივ მდებარეობს წერტილი მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობა.
3. მსჯელობა ნატურალური და მთელი რიცხვების შესახებ-
მოსწავლეები მსჯელობენ მსგავსებასა და განსხვავებაზე. რა თქმა უნდა ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველა ნატურალური რიცხვი მთელი რიცხვია.
4. მაგალითების განხილვა მთელ კლასთან ერთად (6 წ). 1-9 ტესტები. ადგილიდან პასუხობენ ტესტებს რიგ-რიგობით და ასაბუთებენ პასუხს. დაფასთან განვიხილავთ #13, 14, 20
5. დავალება წყვილებში #18 (ურთიერთშეფასებით) 4 წ დავალებისთვის 1 წ შეფასებისთვის. მოსაწვლეების მუშობის დროს მასწავლებელი აკვირდება პროცესს და სამუშოს დასრულების შემდეგ სამ მოსწავლეს, რომელსაც აქვს საინტერესო შეფასება აკეთებინებს გაკვეთილის შეჯამებას.
6. შეფასება
7. დავალება
შეფასებაშეფასდება: წყვილებში შესრულებული სამუშოს მიხედვით; მათ მიერ გაკეთებული შეფასების მიხედვით; კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციისა და თვისებების გამოყენების უნარით.
მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.

Sunday, September 25, 2011

თემა  მარტივი და შედგენილი რიცხვები   
მიზნებიმოახდინოს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია მარტივ და შედგენილ რიცხვებად; გამოიყენოს თვისებები ამოცანების ამოხსნის დროს;
იპოვოს უსჯ და უსგ არითმეტიკის ძირითადი თეორემის გამოყენებით;
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   პოზიციური სისტემის გამოყენებით, კონკრეტულ მაგალითებზე ახდენს გაყოფადობის ნიშნებიდან ზოგიერთის დემონსტრირებას (3-ზე, 9-ზე), გაყოფადობის ნიშნებს); პოულობს მოცემული ნატურალური რიცხვების უმცირეს საერთო ჯერადსა და უდიდეს საერთო გამყოფს; 
მათ. VII.5. სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად; 
სხვადასხვა ხერხით (გრაფიკულად, ცხრილის სახით, სიტყვიერად, ალგებრულად) გამოსახულ დამოკიდებულებებს შორის მიუთითებს ერთსა და იმავე დამოკიდებულებებს.
აქტივობები1. გონებრივი იერიში - მოსწავლეებს რიგრიგობით ვასახელებინებთ 10 ნატურალურ რიცხვს და ვაწერინებთ დაფაზე. სავარაუდოდ მათ შორის იქნება როგორც შედგენილი ასევე მარტივი რიცხვები. შევეცადოთ რომ ამ რიცხვებს შორის დასახელებული იყოს 1.
კითხვა: როგორია მარტივი რიცხვები? სწორი პასუხის გათვალისწინებით ლურჯი ცარცით შემოვხაზავთ ასეთ რიცხვებს.
მოსწავლეებს ვთხოვთ იმსჯელონ დანარჩენი რიცხვების   თვისებებზე. სავარაუდოდ უმრავლესობამ უნდა გამოყოს ერთიანი, როგორც განსაკუთრებული რიცხვი, რადგან არც მარტივია და არც შედგენილი. ხოლო დანარჩენი რიცხვები დაახასიათონ როგორც შედგენილი და გარდა ამისა დაასახელონ გამყოფთა რაოდენობა.
რიცხვების კლასიფიკაციის დროს შესაძლოა მოსწავლეებმა დაასახელონ სხვა თვისებებიც, რომლითაც შეიძლება მოხდეს მათი კლასიფიკაცია. მაგ: 3-ის ჯერადი, 5-ის ჯერადი, კენტი, ლუწი, ორნიშნა, ერთნიშნა და ა.შ. მასწავლებელი ისმენს ყველა აზრს. აფიქსირებს დაფაზე, თუმცა დასკვნის სახით მოსწავლეებს კლასიფიკაციას აკეთებინებს მარივი და შედგენილი რიცხვების მიხედვით.
2. აქტიური მოსმენა - ვსაუბრობთ ნატურალური რიცხვის გამყოფთა რაოდენობაზე. ვასაბუთებთ ევკლიდეს თეორემას.
3. მაგალითების ამოხსნა მთელ კლასთან.
ვხსნით სავარჯიშოებს სადაც საჭიროა გამყოფთა რაოდენობის დათვლა.ამოხსნის დროს ვიყენებთ, როგორც კონკრეტულ ასევე ზოგად ასოით ჩანაწერებს.
4. ინდივიდუალური დავალება (5 წ). დავალებისთვის შერჩეულია სამი მსგავსი სავარჯიშო. ყველა მოსწავლეს დავალება ეძლევა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. კეთდება სამივე დავალების პრეზენტაცია (2-2 წ)
5. გაკვეთილის შეჯამება, შეფასება
7. დავალება
შეფასებაშეფასდება: ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით; კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციისა და თვისებების გამოყენების უნარით.
მიმდინარე განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.
თემა  ნატურალური რიცხვების გაყოფა. გაყოფადობის ნიშნები   
მიზნებიისწავლოს პოზიციური სისტემის გამოყენებით ნატურალური რიცხვის გაყოფა; დედუქციური მსჯელობის საფუძველზე განიხილოს გაყოფის მაგალითები; გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს გაყოფადობის ნიშნები;
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VII.1   პოზიციური სისტემის გამოყენებით, კონკრეტულ მაგალითებზე ახდენს გაყოფადობის ნიშნებიდან ზოგიერთის დემონსტრირებას (3-ზე, 9-ზე)
მათ.VII.2  ახდენს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებებეის დემონსტრირებას მოდელზე; ახდენს ნატურალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების დემონსტრირებას.
აქტივობები1. განვიხილავთ ყოფით სიტუაციას მაღზიაში (საჭიროა ხურდის დაბრუნება). მოსწავლეები მსჯელობენ როგორ გამოიყენონ გაყოფადობის თვისება ასეთ შემთხვევაში.
2. ვიხსენებთ გაყოფადობის თვისებებს; ვწერთ გაყოფადობის ალგორითმს და განვიხილავთ დედუქციური მსჯელობით კონკრეტულ მაგალითებს.
3. მაგალითების ამოხსნა მთელ კლასთან.
მაგალითებში განვიხილავთ 4-ის ჯერადობას და შესაბამის ზოგად ჩანაწერს a=4q. 4-ზე გაყოფისას შესაძლო ნაშთს (1, 2, 3).   შესაბამის ჩანაწერს a=4q+1; a=4q+2; a=4q+3.
4. თნამშრომლობით სწავლება. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება წყვილებში. შესრულებულ დავალებას ამოწმებენ თვითონ წტიულად გადაწოდებით (ყველა წყვილი შესრულებულ დავალებას შესამოწმებლად აძლევს მათ უკან მჯდომ წყვილს, რომლებიც აფასებენ ნამუშევარს კომენტარებით).
5. შეჯამება, შეფასება
7. დავალება
შეფასებაშეფასდება წყვილებში სამუშოს მიხედვით. კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით გაყოფის ალგორითმის ფლობა და დედუქციური აზროვნების უნარი.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები.

Monday, September 19, 2011

თემა   პოზიციური და არაპოზიციური სისტემა   
მიზნები
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
აქტივობები
შეფასება
რესურსები
კომენტარი